
რუქები პროგრამის შესახებ
ტელეფონში დევს რუკების პროგრამა და შეიძლება ჰქონდეს მეხსიერების
ბარათი, რომელშიც წინასწარაა ჩატვირთული თქვენი ქვეყნის რუკები.
მეხსიერების ბარათი ჩადეთ ტელეფონში, სანამ გამოიყენებთ რუკების
პროგრამას.
რუკების პროგრამის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ SIM ბარათით, რომელიც
დევს აპარატში SIM ბარათის დამჭერში.
აირჩიეთ
მენიუ
>
რუქები
.
შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები. ასევე
შეგიძლიათ:
•
ნახოთ თქვენი მიმდინარე მდებარეობა
•
დაგეგმოთ მარშრუტი ახლომდებარე ადგილამდე
36
რუქები

•
მოძებნოთ ადგილები ან კონკრეტული მისამართები და შეინახოთ
•
ტექსტური წერილით გაგზავნოთ თქვენი ლოკაცია ან ადგილი მეგობრებთან
თუ ეძებთ ადგილს, რომელიც არ არის აღნიშნული მეხსიერების ბარათზე უკვე
ჩამოტვირთულ რუკებზე, ამ ადგილის რუკა ავტომატურად ჩამოიტვირთება
ინტერნეტით. რუქების ჩამოტვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს მონაცემთა დიდი
მოცულობის გადაცემა სერვისის პროვაიდერის ქსელით. მონაცემთა გადაცემის
საფასურის დასადგენად დაუკავშირდით თქვენს სერვისის პროვაიდერს.
რუქების ჩამოსატვირთად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Nokia Ovi Suite
პროგრამა. თუ გსურთ ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ Nokia Ovi Suite
თავსებად კომპიუტერში, ეწვიეთ საიტს www.ovi.com.
თქვენი მიმდინარე ლოკაციის მოსაძებნად შეიძლება დაგჭირდეთ ქსელთან
დაკავშირება. შეიძლება სისტემამ მოგთხოვოთ ინტერნეტზე წვდომის
წერტილის არჩევა.
ზოგიერთი სერვისი შეიძლება არ მიეწოდებოდეს რომელიმე ქვეყანაში, ან
შეიძლება მიეწოდებოდეს მხოლოს გარკვეულ ენებზე.
ციფრული რუკების მონაცემები შეიძლება არ იყოს ზუსტი და სრული. ძალზე
მნიშვნელოვან სიტუაციებში, მაგალითად, როგორიცაა საგანგებო ვითარებები,
არასოდეს უნდა იყოთ მხოლოდ ამ მასალის ან სერვისის იმედზე.