Nokia C2 03 - საზოგადოებების შესახებ

background image

საზოგადოებების შესახებ
აირჩიეთ

მენიუ

>

პროგრამები

>

პროგ. და თამაშ.

>

საზოგადოებები

და შედით

შესაბამის სოციალურ სერვისებში.
"საზოგადოებების" პროგრამით შეგიძლიათ გაზარდოთ სოციალური ქსელების

გამოყენება. შესაძლოა, პროგრამა არ მუშაობდეს ყველა რეგიონში. როდესაც

შესული ხართ სოციალური ქსელების სერვისებში, როგორიცაა Facebook ან

Twitter, შეგიძლიათ შეასრულოთ შემდეგი:

ნახეთ თქვენი მეგობრების სტატუსის განახლებები

განათავსეთ საკუთარი განახლებული სტატუსი

მომენტალურად გააზიარეთ თქვენს მიერ კამერით გადაღებული სურათები

მხოლოდ იმ ფუნქციების გამოყენება შეგიძლიათ, რომელსაც ითვალისწინებს

სოციალური ქსელის სერვისი.
სოციალური ქსელების სერვისების გამოყენებისთვის საჭიროა ქსელის

მხარდაჭერა. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს დიდი რაოდენობის მონაცემთა

გადაცემა და შესაბამისი გადასახადი. მონაცემთა გადაცემის საფასურის

დასადგენად დაუკავშირდით თქვენს სერვისის პროვაიდერს.

34

მუდმივ კავშირში იყავით თქვენს ონლაინ მეგობრებთან

background image

სოციალური ქსელის სერვისები მესამე მხარის მომსახურებაა და მისი

მომწოდებელი არ არის Nokia. შეამოწმეთ თქვენს მიერ გამოყენებული

სოციალური ქსელის სერვისის კონფიდენციალურობის პარამეტრები, რადგან

შეიძლება ინფორმაციას უზიარებთ ხალხის დიდ ჯგუფს. სოციალური ქსელის

სერვისის გამოყენების პირობები ეხება სხვებისთვის ინფორმაციის გაზიარებას

ამ სერვისით. კარგად გაიცანით სერვისის გამოყენებისა და

კონფიდენციალურობის პირობები.

ფოსტა და ჩეთი

ფოსტის შესახებ
აირჩიეთ

მენიუ

>

მიმოწერა

>

ფოსტა

.

ტელეფონი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პროვაიდერთან

გაფორმებული თქვენი ფოსტები, წაიკითხოთ და გაგზავნოთ წერილები.

ამ სერვისების ან ჩამოტვირთვების ცენტრის გამოყენებას შეიძლება დასჭირდეს

დიდი რაოდენობის მონაცემთა გადაცემა, რასაც შეიძლება მოჰყვეს შესაბამისი

გადასახადი.
თუ საფოსტო ანგარიში ჯერ არ გაქვთ, შეგიძლიათ შექმნათ Nokia ანგარიში,

რომელიც შეიცავს Nokia-ს Ovi Mail სერვისს. დამატებითი ინფორმაციისთვის

ეწვიეთ საიტს www.ovi.com. თქვენი Nokia ანგარიშით შეგიძლიათ

ისარგებლოთ Nokia-ს ყველა Ovi სერვისით.

წერილის გაგზავნა
შეარჩიეთ

მენიუ

>

მიმოწერა

>

ფოსტა

და ფოსტის ანგარიში.

1 აირჩიეთ

ოფციები

>

ახლის შედგენა

.

2 ჩაწერეთ მიმღების ფოსტის მისამართი, წერილის თემა და დაწერეთ

წერილი.

3 ფაილის, მაგალითად, სურათის მისამაგრებლად, აირჩიეთ

ოფციები

>

მიმაგრება

>

გალერიიდან

.

4 წერილზე მისამაგრებლად სურათი რომ გადაიღოთ, აირჩიეთ

ოფციები

>

მიმაგრება

>

კამერიდან

.

5 აირჩიეთ

გაგზავნა

.

ელ.წერილის წაკითხვა და პასუხის გაცემა მასზე
შეარჩიეთ

მენიუ

>

მიმოწერა

>

ფოსტა

და ფოსტის ანგარიში.

1 შეარჩიეთ ფოსტა.
2 წერილზე პასუხის გასაცემად, ან მის გადასაგზავნად, აირჩიეთ

ოფციები

.