Nokia C2 03 - SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩადება

background image

SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩადება

შენიშვნა: სანამ ხუფებს მოხსნით, გამორთეთ აპარატი და გამოაძრეთ

დამტენი ან სხვა მოწყობილობა. ხუფის შეცვლის დროს მოერიდეთ ელექტრო

კომპონენტებთან შეხებას. მოწყობილობას შენახვის და გამოყენების დროს

ყოველთვის უნდა ჰქონდეს ხუფი.

მნიშვნელოვანია: ამ აპარატისთვის გამოიყენება მხოლოდ სტანდარტული

SIM ბარათი (იხ. ნახატი). არათავსებადი ბარათის გამოყენებით შეიძლება

დაზიანდეს როგორც მეხსიერების ბარათი ან აპარატი და დაზიანდეს ბარათზე

შენახული მონაცემები. გთხოვთ, მიმართოთ თქვენი მობილურის ოპერატორს,

mini-UICC ფორმატის მქონე SIM ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია: SIM ბარათის დაზიანების თავიდან ასაცილებლად,

ყოველთვის ამოიღეთ კვების ელემენტი, სანამ ჩადებდეთ ან ამოიღებდეთ

ბარათს.
ამ ტელეფონისთვის გამოიყენება BL-5C კვების ელემენტს. ყოველთვის

გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური კვების ელემენტები.
თუ მხოლოდ ერთი SIM ბარათი გაქვთ, ჩადეთ იგი SIM ბარათის დამჭერში,

აპარატის შიგნით.
SIM ბარათი და მასზე ჩაწერილი ინფორმაცია შეიძლება ადვილად დაზიანდეს

დაჩხაპნის ან გაღუნვის შემთხვევაში. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ ბარათის

გამოყენების, ჩასმის, ან ამოღების დროს.
1 ჩადეთ თითი ტელეფონის ზემოთ ჩაღრმავებაში, ფრთხილად ასწიეთ და

მოაცილეთ უკანა საფარი (1). თუ კვების ელემენტი დევს, ამოსწიეთ იგი (2).

2 გახსენით SIM ბარათის დამჭერი (3) და ჩასვით ან ამოიღეთ SIM ბარათი (4

ან 5). დარწმუნდით, რომ ბარათის საკონტაქტო ზედაპირი იყურება

ქვემოთ.

დასაწყისი

7

background image

3 მიუსადაგეთ კვების ელემენტის კონტაქტები და კვების ელემენტის ჭრილი

და ჩასვით კვების ელემენტი (6). იმისათვის რომ ისევ დაახუროთ უკანა

საფარი, ბოლოზე გამოშვერილი ჩამკეტები მიმართეთ შესაბამისი

ჭრილებისკენ (7) და ჩაასრიალეთ საფარი, სანამ იგი ჩაიკეტება თავის

ადგილზე (8).