
მასალის ასლის გადაწერა ტელეფონსა და კომპიუტერს შორის
ტელეფონსა და თავსებად კომპიუტერს შორის სურათებისა და სხვა მასალის
ასლის გადასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ USB მონაცემთა სადენი.
1 ტელეფონის კომპიუტერთან მისაერთებლად გამოიყენეთ თავსებადი USB
სადენი.
2 აირჩიეთ რომელიმე რეჟიმი:
Nokia Ovi Suite — Nokia Ovi Suite დაინსტალირებულია თქვენს
კომპიუტერში.
მედიის გადაცემ. — Nokia Ovi Suite არ არის დაინსტალირებული თქვენს
ტელეფონში. თუ გსურთ თქვენი ტელეფონი დააკავშიროთ სახლის
აუდიოვიდეო სისტემასთან ამ პრინტერთან, გამოიყენეთ ეს რეჟიმი.
შენახვის ადგლი — Nokia Ovi Suite არ არის დაინსტალირებული თქვენს
ტელეფონში. ეს ტელეფონი კომპიუტერში ჩანს, როგორც პორტატული
მოწყობილობა. თუ გსურთ დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონი სხვა
მოწყობილობებს, როგორიცაა სახლის ან მანქანის სტერეო, გამოიყენეთ ეს
რეჟიმი.
3 თუ გსურთ გადაწეროთ მასალის ასლი, გამოიყენეთ ფაილების მმართველი
კომპიუტერში.
თუ გსურთ გადაწეროთ კონტაქტების, მუსიკის ფაილების, ვიდეოების ან
სურათების ასლი, გამოიყენეთ Nokia Ovi Suite.
28
დაკავშირება